Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელის, აპოლონ სილაგაძის 2017 წლის  12 ივლისის წერილის N11327/27 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  შევიდეს ცვლილება 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო  ნაშრომების დაცვის კომისიის შემადგენლობაში.
2. არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამებს უხელმძღვანელოს ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ეჯიბაძემ.
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცე¬ლარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულ-ტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი                   /ნანი გაფრინდაშვილი/